ბლოგი შეიქმნა 2018 წლის ნოემბერში ტრენინგზე რომლის სახელწოდება იყო "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში'' 32სთ-8დღე
ტრენინგის დასასრულს შევქმენით;
1.გაკვეთილის გეგმა
2.გაკვეთილის პრეზენტაცია
3.გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
4პროექტის გეგმა
ნინო ლატარიას ბლოგი
Saturday, 17 November 2018
იხილეთ ჩემი გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მარტივი და შედგენილი რიცხვები
|
მასწავლებელი
|
ნინო ლატარია
|
სწავლების საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 3 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონემოსწავლეები კლასში არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეს განუვითარდება სიმრავლეთა კლასიფიკაციისა და ანალიზის უნარი
|
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
|
მოსწავლე გაიცნობს მარტივი და შედგენილი რიცხვებისცნებათა შინაარსს; შეძლებს მარტივი რიცხვების მაგალითების დასახელებას; გაიწაფება რიცხვის მარტივმამრავლებად დაშლაში; შეძლებს მითითებული რიცხვების გამყოფების დასახელებას
მათ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია.
პოულობს მოცემული ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს.
განასხვავებს კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს,ასაბუთებს 2-ზე და 5-ზე გაყოფადობის ნიშნებს;
|
წინასწარი ცოდნა
|
რიცხვის გამყოფები და ჯერადები
რიცხვების გაყოფადობის ნიშნები, ანუ რომელი რიცხვირომელ რიცხვზე იყოფა უნაშთოდ
|
შეფასების საგანი დაპროცედურები
|
შეფასების კრიტერიუმები
ცნებების : ,,მარტივი“ ,,შედგენილი“ გააზრება
ტერმინების: ,,მარტივი“ ,,შედგენილი“ სამეტყველოპრაქტიკაში აქტიური გამოყენება
კონკრეტული რიცხვების დაშლა მარტივ მამრავლებად
რიცხვის ჩაწერა ხარისხების ნამრავლის სახით
|
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
|
ციფრებიანი ბარათები, სასწავლო ბარათები, დაფა,ცარცი
მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელო მათემატიკა V ირინა
რუხაძე
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა1 ( 3 წთ)
დაფაზე ჩამოწერილია მიმდევრობით ნატურალურირიცხვები
გაკვეთილი იწყება კითხვა-პასუხის რეჟიმში
რა ჰქვია დაფაზე ჩამოწერილ რიცხვებს?
რა არის ნატურალური რიცხვი?
რა არის ლუწი (კენტი) რიცხვი?
კენტი (ლუწი) რიცხვი ნატურალური რიცხვია?
აქტივობა 2 ( 4წთ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს დაფაზე დახატულკონვერტებში (ერთ კონვერტს აწერია ლუწი, მეორესკენტი)
,,ისრით“ ჩაალაგონ მოცემული რიცხვები
ნატურალურ რიცხვებში არის ლუწი და კენტი რიცხვების გარდა სხვა რომელიმე რიცხვი?
რამდენ კლასად დაიყო ნატურალური რიცხვები?
აქტივობა 3 ( 5 წთ)
მასწავლებელი დაფაზე ხატავს ორ სხვა კონვერტს ერთსაწერს ,,რიცხვები რომლებსაც ორი გამყოფი აქვს“, მეორეს,,ორზე მეტი გამყოფი“
მოსწავლეები აქაც გაანაწილებენ რიცხვებს კონვერტებში
1-იანი რატომ დარჩა კონვერტის გარეშე
რამდენი გამყოფი აქვს1-ს?
ჯერადი რამდენი აქვს?
მასწავლებელი განუმარტავს ,,მარტივი“ და ,,შედგენილი“რიცხვების ცნებას
მოსწავლეები გაითავისებენ რომ მარტივი რიცხვებიიყოფა მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე
შედგენილი რიცხვი იყოფა მხოლოდ 1-ზე, თავის თავზედა კიდევ ერთ რიცხვზე მაინც
მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ ნატურალური რიცხვებისკლასიფიკაცია მარტივი და შედგენილი რიცხვებისმიხედვით და კონვერტებსაც გამოუცვლიან სახელებს რამდენ კლასად დაიყო ნატურალური რიცხვები?
აქტივობა 4 ( 5 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს სასწავლო ბარათებს დაალაგონ მარტივი დაშედგენილი რიცხვები.
აქტივობა 5 ( 5 წთ)
დაფაზე გაკრულია 2- დან 100- მდე რიცხვების ცხრილი მასწავლებლის ინსტრუქცია: ცხრილში 2
(პირველიმარტივი რიცხვი) დავტოვოთ და 2-ის ჯერადები წავშალოთ;
3 დავტვოთ და 3-ის ჯერადები წავშალოთ...დარჩება ცხრილში მხოლოდ მარტივი რიცხვები
აქტივობა 6 ( 5 წთ) მარტივ რიცხვებში რამდენია ლუწი რიცხვი? მარტივ რიცხვს, მარტივი რიცხვი, რომ მივუმატოთ შეიძლება ისევ მარტივი რიცხვი მივიღოთ? თუ შესაძლებელია მოიყვანეთ მაგალითები
აქტივობა7 ( 7 წთ)
ნებისმიერი რიცხვი იშლება მარტივ მამარავლებად მასწავლებელი აჩვენებს
რამდენიმე ხერხს და რიცხვს ჩაწერს მარტივი მამრავლების ხარისხების ნამრავლისსახით
აქტივობა 8 ( 9წთ)
მოსწავლეები შეასრულებენ სახელმძღვანელოს სავარჯიშოებს და დამოუკიდებელ სამუშაოს.
დამოუკიდებელ სამუშაოში ჩართული იქნება შემდეგი სახის დავალებები:
მოცემული რისხვის დაშლა მამრავლებად გამყოფთა ხის საშუალებით,
რიცხვის ჩაწერა ხარისხის სახით და
მარტივ გამყოფთა რაოდენობის დასახელება.
ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომელი რიცხვიაშედგენილი
აქტივობა 9 ( 2 წთ)
საშინაო დავალება
|
საკლასო
დავალებები
შედეგები
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
მათემატიკური ცნების ტერმინების ცოდნა
|
დახმარების გარეშე ვერ აყალიბებს მათემატიკურ
ცნებებს,ვერ მოჰყავს მაგალითები
|
არასრულყოფილად აყალიბებს მათემატიკურ
ცნებებს,უჭირს მაგალითებისა და ფორმულების დასახელება
|
ძირითადად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, მოჰყავს
ფორმულები და მაგალითები
|
იცის ცნებები, მოჰყავს მაგალითები
|
ყოველთვის იცის ცნებები, განმარტებები. მოჰყავს
მაგალითები
|
კავშირი მათემატიკურ გამოსახულებასა და
მაგალითებს შორის
|
დახმარების გარეშე ვერ ამყარებს კავშირს
მათემათიკურ გამოსახულებებსა და მაგალითებს შორის
|
არასრულყოფილია და ამყარებს კავშირს სხვადასხვა
მაგალითებსა და გამოსახულებებს შორის
|
ძირითადად ამყარებს კავშირს სხვადასხვა მაგალითებს
და გამოსახულებებს შორის
|
ამყარებს კავშირს სხვადასხვა მაგალითებს და
გამოსახულებებს შორის ,იშვიათად უშვეს შეცდომებს
|
ყოველთვის ამყარებს კავშირს სხვადასხვა
მაგალითებსა და გამოსახულებებს შორის . შედეგი მიღწეულია
|
დავალების სისტემატიურად შესრულება
|
არ ასრულებს დავალებას
|
პერიოდულად ასრულებს დავალებას, ისიც არასწორად
|
დავალებას ასრულებს ხშირი ხარვეზებით
|
დავალებას ასრულებს მცირე ხარვეზებით
|
სისტემატიურად ასრულებს დავალებას
|
გამოთვლები
|
გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე.
შედეგი არაადეკვატურია
|
არასრულყოფილად აკეტებს გამოთვლებს.შედეგები
არასრულყოფილია
|
გამოთვლები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა შეიცავს
ტექნიკურ ხარვეზებს
|
გამოთვლები სწორია, თუმცა შეიცავს ტექნიკურ
ხარვეზებს
|
გამოთვლები სწორია,
გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი
|
Subscribe to:
Posts (Atom)
ბლოგი შეიქმნა 2018 წლის ნოემბერში ტრენინგზე რომლის სახელწოდება იყო "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშ...
-
იხილეთ ჩემი გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა მარტივი და შე...
-
ბლოგი შეიქმნა 2018 წლის ნოემბერში ტრენინგზე რომლის სახელწოდება იყო "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშ...